ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხაშურში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხაშურში იმყოფებოდა, სადაც მან ახალი საფეხბურთო სტადიონი დაათვალიერა.

განხორციელებული სამუშაოების შესახებ, ღარიბაშვილს ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა.

“ხაშურს ექნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი საფეხბურთო სტადიონი, რომლის სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. მშენებლობა, მსოფლიო ბანკის 6.4 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყო ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, დამონტაჟდა სპორტული განათება და სტადიონის სათანადო მდგომარეობაში შესანახად აუცილებელი სარწყავი სისტემა”, – კიდევ ერთხელ აღნიშნა ქარსელაძემ.

მისივე თქმით, სტადიონის ტერიტორიაზე აშენდა 2 100 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნები, ღია ავტოსადგომი და დამხმარე შენობა-ნაგებობები; ასევე მოწესრიგდა სტადიონის მიმდებარე ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურა.

პრემიერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.