ხაშურის რაიონულმა სასამართლომ განიხილა ქურდობის საქმე, რომელიც სარკინიგზო გადასარბენის გომის სპირტის ქარხანასთან დამაკავშირებელ სარკინიგზო ჩიხთან მოხდა.
“ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ლიანდაგის 6 ცალ ქვედს და 13 ცალ ომბოხს. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, სს საქართველოს რკინიგზას მიადგა 132 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი”, – განმარტავს სასამართლო.
მოსამართლე ზაზა რამიშვილმა ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჩაეთვალა პირობითად 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
დატოვეთ კომენტარი