ახალი ამბები

ხინჩეგაშვილი: სკოლის დამთავრებას გილოცავთ, მიგულეთ თქვენს მეგობრად

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, მე -12 კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრება სოციალური ქსელით მიულოცა.

“მინდა სკოლის დამთავრება მოგილოცოთ. წინ ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება და ახალი გამოწვევები გელოდებათ. განსაკუთრებით გილოცავთ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს. მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის გქონდეთ ჩემი მხარდაჭერის იმედი. მიგულეთ თქვენს მეგობრად”, – წერს ხინჩეგშვილი.

ინფორმაციისთვის, 20 მაისს, საქართველოს საჯარო სკოლებში, მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

დატოვეთ კომენტარი