განტვირთვა

წიგნები, რომლებსაც ხაშურის რესურსცენტრის ხელმძღვანელი გვირჩევს

“კითხვა ჩემთვის არამარტო ჰობი, ცხოვრების წესია და როცა რჩევებზე მიდგება საქმე, ყოველთვის მიჭირს ერთის გამორჩევა”, – ასე პასუხობს ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ზვიად გოგუაძე “მოზაიკას” შეკითხვას – რის წაკითხვას ურჩევდით ახალგაზრდებს?

“კაფკას მოყვარული ვარ და იმისთვის, რომ ადამიანი დაფიქრდეს საზოგადოებაში ცხოვრების პროცესზე, კაფკას “პროცესს”ვურჩევ ხოლმე, სხვა შემთხვევაში – ერთდროულად ფიქრისა და გართობისთვის ცალსახად დონ კიხოტს”, – ამბობს ზვიადი.

ის ახალგაზრდებს ურჩევს, რომ ყოველთვის გაცნობიერებული არჩევანი გააკეთონ პიროვნული განვითარების გზაზე.

“ზოგად რჩევებს რაც შეეხება – ვურჩევდი, რომ კარგად შეაფასონ გარემოში არსებული შესაძლებლობები და მაქსიმალურად გამოიყენონ. გარდა ამისა, ახსოვდეთ, რომ უფლებების გარდა, აქვთ მნიშვნელოვანი მოვალეობები სკოლის, ოჯახის და ზოგადად, საზოგადოების წინაშე და მოვალეობების გააზრება და აღსრულება, მათი უფლებების რეალიზებას უწყობს ხელს”

დატოვეთ კომენტარი