განტვირთვა

როგორ მოვემზადოთ ავტომობილის მართვის მოწმობის ასაღებად?

“დასახულ მიზანს რომ მივაღწიოთ, საჭიროა მისი დაგეგმარება”, – ამბობს ამბობს ნინო გიგაური, რომელიც წლებია ადამიანებს ავტომობილის მართვის მოწმობის გამოცდისთვის ამზადებს. 

საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ნინო გვთავაზობს 3 რჩევას, რომელიც გამოცდის წარმატებით ჩაბარებაში დაგვეხმარება: 

  • შეარჩიეთ კარგი პროფესიონალი თეორიის და პრაქტიკის ინსტრუქტორი. გახსოვდეთ, რომ თუ თეორიის ბილეთების ყველა ნაწილს, საგზაო ნიშნებს, შუქნიშნის სიგნალებს, საგზაო წესებს და დანარჩენს გააზრებულად, შეგნებულად დაიმახსოვდებთ და არ დაიზეპირებთ, პრაქტიკასაც წარმატებით ჩააბარებთ.

საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვამბობ, რომ თეორიის სწავლებისთვის 6 დღე სრულებით საკმარისია. ამ ექვსი დღის განმავლობაში, თითოეულ ბილეთს ვხსნი 2-ჯერ, ჯერ ვესაუბრები მარტივ, მათთვის გასაგებ ენაზე, ვუწერ ან ვუხაზავ დაფაზე. ახსნის შემდეგ, ვნიშნავ გავლილ თემას და ვურთავ გამოცდას. ვუყურებ მათ შედეგს, თუ 3-ზე მეტი შეცდომა აქვთ, მაშინ სხვა მეთოდს მივმართავ. 

ეს პრაქტიკა აპრობირებულია, რადგან საკმაოდ წარმატებული შედეგი აქვს, რადგან ის მოსწავლის გონებაზე და შესაძლებლობაზეა გათვლილი.

  • თეორიის წარმატებით ჩაბარების შემდგომ, მოემზადეთ ორეტაპიანი პრაქტიკული გამოცდისთვის – დახურულ მოედანზე და ქალაქში დადგენილი მარშრუტით მოძრაობისთვის.

პირველ ეტაპს დახურულ მოედანზე მოძრაობას, მანევრირებას  მოსწავლე ფაქტიურად იზეპერიბებს.

რაც შეეხება მეორე ეტაპს, თუ თეორიული კურსი კარგად არ იცით, გაგიჭირდებათ მისი ჩაბარება. გაითვალისწინეთ, რომ პრაქტიკის ინსტრუქტორი შეიძლება იყოს გამოცდილი პროფესიონალი მძღოლი, მაგრამ არ ქონდეს კარგი გადმოცემის უნარი. შესაბამისად, აუცილებელია, რომ თეორიული მასალა უკვე კარგად გქონდეთ ათვისებული. 

  • გადალახეთ შიშის სინდრომი.

გამოცდაზე გადით მშვიდად, მობილიზირებულად. ემოციური ფონის მოსახსნელად, შგიძლიათ მიიღოთ სუსტი დამამშვიდებელი.

ჩემი რეკომენდაცია. ავტოსკოლის ინსტრუქტორთან ვიზიტის შემდგომ, ისეთი კურსის გავლა, რომელიც ცხოვრებაში აუცილებლად გამოგადგებათ – „კონტრავარიული მართვა“,  რაც გასწავლით, როგორც უსაფრთხოდ მართვას ასევე ადეკვატურ რეაქციას საგზაო სიურპრიზების დროს.

“ასე, რომ თუ უახლოს მომავალში გსურთ მართვის მოწმობის აღება, დაჯავშნეთ საგამოცდო დღე. გისურვებთ წარმატებებს!”

დატოვეთ კომენტარი