ახალი ამბები

ურნების პრობლემა ქარელში – ოპოზიციამ საკრებულოს მიმართა

ნაგვის ურნების პრობლემასთან დაკავშირებით, პარტიის “საქართველოსთვის” წევრმა, დეპუტატმა ვასილ ბაქრაძემ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოხსენებით მიმართა. ბაქრაძის თქმით, ურნების ნაკლებობა ქალაქში ეკოლოგიური პრობლემების გამძაფრებას იწვევს.

“მცირე ზომის ურნების არ ქონა ქმნის ეკოლოგიურ პრობლემებს და დისკომფორტს უქმნის, როგორც ქალაქის მოსახლეობას, ასევე ჩამოსულ სტუმრებს და საჭიროებს დროულად რეაგირებას”, – აცხადებს საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ვასილ ბაქრაძე.

​ბაქრაძის განცხადებას უპასუხა საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ. იური ქობესაშვილის განცხადებით, საკითხზე კომისია მსჯელობას მყისიერად დაიწყებს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები