ახალი ამბები

100-ლარიანი ლიქიორის მოპარვისთვის, მამაკაცი 1 000 ლარით დააჯარიმეს

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ განიხილა ზ.ე-ს საქმე, რომელსაც ბრალად ედებოდა სუპერმარკეტიდან 100-ლარიანი ლიქიორის მოპარვა. 

“სუპერმარკეტების ერთ-ერთი ქსელში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ერთი ლიტრი ტევადობის 1 ბოთლ 99.99 ლარის ღირებულების იაგერმაისტერის ფირმის ლიქიორს”, – აღნიშნულია საქმის მასალებში.

მოსამართლე ზაზა რამიშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებული 1000 ლარით დაჯარიმდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.