ახალი ამბები

ტექნიკური ხარვეზია – აბრებზე მარშრუტების არევის შესახებ ტრანსპორტის სააგენტო განმარტებას აკეთებს

“ტექნიკური ხარვეზია” – ასე განმარტავენ გორის მერიის ტრანსპორტის სააგენტოში მუნიციპალური ტრანსპორტის საინფორმაციო აბრებზე მარშრუტების არევას.

“ტექნიკური ხარვეზია და ვმუშაობთ ჩვენს კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად, პრობლემის უმოკლეს პერიოდში მოგვარებაზე”, – ამბობენ ტრანსპორტის სააგენტოში.

ინფორმაციისთვის. მოსაცდელებთან დამონტაჟებულ აბრებზე ის მისამართები ჩანს, რომლებიც ქალაქში არ მდებარეობს. აქვე, შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საინფორმაციო აბრები გორში “თი ბი სი ბანკმა” დაამონტაჟა.

დატოვეთ კომენტარი