კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში 18 მაისს, ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება. ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სახელოვნებო დაწესებულებების გაერთიანება ავრცელებს.
“დღის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული, საესტრადო სიმღერის და ქორეოგრაფიული ანსამბლები. მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა”, – ამბობენ გაერთიანებაში.
ეროვნული სამოსის დღე 18 მაისს, საქართველოს მაშტაბით 2016 წლიდან აღინიშნება, მისი მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანა.
როგორც ცნობილია, ღონისძიება ახალქალაქში 15:00 საათიდან დაიწყება.
დატოვეთ კომენტარი