გორის მუნიციპალიტეტის მერს ახალი მრჩეველი ჰყავს, რომელიც უწყებაში კულტურის სპორტის და ახალგაზრდული საკითხების მიმართულებით იმუშავებს.
“მაყაშვილი კულტურის მეცნიერებათა სპეციალისტია. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2014 წლიდან იყო არაერთი პოპულარული ქართველი მუსიკოსის მენეჯერი, 2015 წლიდან სპორტული კარიერის დასრულებამდე კი ლადო ხინჩეგაშვილის სპორტული მენეჯერი”, – ინფორმაციას მერია ავრცელებს.
თევდორე მაყაშვილი აქტიურად იყო ჩართული ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში.
დატოვეთ კომენტარი