ახალი ამბები

გორში, ევდოშვილის ქუჩაზე უკანონო მშნებლობისთვის მოქალაქე 4000 ლარით დაჯარიმდა 

გორში, ევდოშვილის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი სახლის კედლები ჩამოინგრა, ერთ-ერთი მოქალაქე სახლს უნებართვოდ აშენებდა. ამის შესახებ, “მოზაიკას” გორის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ უთხრა. 

მამუკა ნიკუჭაძის თქმით, მოქალაქემ დ.გ.-მ  ევდოშვილის ქუჩაზე, ორი სახლის შუაში უკანონოდ დაიწყო მშენებლობა, რამაც ერთ-ერთი სახლის კედლების ჩამონგრევა გამოიწვია. 

“ნებართვის შესახებ გავლილი ჰქონდა რამდენიმე ეტაპი, თუმცა ბოლო ეტაპამდე არ მისულა, ანუ არ ჰქონდა მშენბლობის ნებართვა და ისე დაიწყო სამუშაოები. მის მიმართ შესაბამისი პასუსიხმგებლობის ზომები გატარდა და დაჯარიმდა 4000 ლარი”, – გვითხრა მამუკა ნიკუჭაძემ. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ უკანონო მშენებლობის გამო, ჩამონგრევის საფრთხე შეექმნა მეორე სახლსაც, მათ მერიის შესაბამისი სამსახურებისგან მიიღეს პირობა, რომ სახლის კედლებს გაამაგრებენ.

ინფორმაციისთვის, აღნიშნულ ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კედლები რამდენიმე დღის წინ ჩამოინგრა, შემთხვევის დროს ოჯახი სახლში იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ  დაშავებულა. დაზარალებული ოჯახი ამჟამად ნათესავის სახლში ცხოვრობს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.