ქარელში ერთ-ერთი ქუჩა იერუსალიმის სახელს ატარებს. ის ებრაელების უბანში მდებარეობს.
ისტორიული წყაროების მიხედვით, ეს უბრანი სამ ნაწილად იყოფოდა: ზემოთა მხარეს სინაგოგასთან კაკუნაანთ უბანს ეძახდნენ, შუას – ბაჭაანთს, ხოლო სულ ქვემოთ ბაბლაანთ უბანი იყო. აღნიშნული დასახლებები სახეშეცვლილი მდგომარებით დღემდეა შემორჩენილი და ქარელის ისტორიულ სივრცეს წარმოადგენენ.
ქარელის ისტორიულ უბანი დღეს თითქმის დაცარიელებულია – სახლების ნაწილი მიტოვებულია, ნაწილი კი დანგრევის პირასაა.
“მოზაიკა” გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს იერუსალიმის ქუჩიდან.
ქარელის “ებრაელების უბანში” სამი წყარო მოჩუხჩუხებდა, რომელთაგან მხოლოდ ერთი წყაროა შემორჩენილი, რომელზეც 2019 წელს, ქართველმა ემიგრანტმა პოეტმა ქალმა, იზოლდა შოსიაშვილ – ალელიშვილმა ლექსი “გულთა კავშირი” წააწერა.