ისტორიები ისტორიული ძეგლები

10 საინტერესო ფაქტი რუის-ურბნისის ეპარქიის ისტორიიდან

გამორჩეული ისტორიის მქონე რუის-ურბნისის ეპარქია ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.  რუის-ურბნისის სახელს უკავშირდება ისეთი მეფეების სახელები როგორებიც იყვნენ ვახტანგ გორგასალი და დავით აღმაშენებელი. 

რადიო “მოზაიკა” გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს რუის-ურბნისის ეპარქიის ისტორიიდან: 

  • 1. რუის-ურბნისში საეკლესიო ცხოვრება დასაბამს V საუკუნის ბოლოდან იღებს – ეპარქიის ტერიტორიაზე ქრისტიანული ცხოვრების დასაწყისი  წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება.
  • 2. რუისის საკათედრო ტაძრის აშენება წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალს მიეწერება.
  • 3. ასურელ წმინდა მამათაგან სამი – მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი და თადეოზ სტეფანწმიდელი ამ კუთხეში მოღვაწეობდა;
  • 4. ეპარქიის საკათედრო ტაძარში ეკურთხა მეფედ გიორგი II (1072-1089წწ).
  • 5. ეპარქიის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებში უმდიდრესი ბიბლიოთეკები არსებობდა. 
  • 6. რუის-ურბნისიზე პირველი, რაც გვახსენდება, დავით აღმაშენებლის მიერ 1103 წელს მოწვეული საეკლესიო კრებაა. კრების თავმჯდომარე იყო იოანე კათალიკოსი. ამ საეკლესიო კრების დადგენილებებს კანონის ძალა ჰქონდა.
  • 7. ეპარქიის ძველ და დღევანდელ ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს 30-მდე ეკლესია-მონასტერი მდებარეობდა.
  • 8. ეკლესია მონასტრებიდან რამდენიმე ხატი ხელოვნების მუზეუმში გადაიტანეს. მათ შორისაა წმ. სტეფანეს ხატი, თავდების ღვთისმშობლის ხატი და ფერისცვალების ხატი.
  • 9. ამ ეკლესია-მონასტრების მღვდელმსახურთა შორისაა სულხან საბას ძმა ნიკოლოზ ორბელიანი, რომელიც ვახტანგ VI-ის სტამბის პირველი რედაქტორი, მწიგნობარი, ჰიმნოგრაფი, მთარგმნელი იყო და რომელმაც „რუისის სამწყსოს დავთარი“ შეადგინა.
  • 10. რუის-ურბნისის ეპარქია, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, მცხეთა-ქართლის ეპარქიას მიუერთეს. ავტოკეფალიის აღდგენას შემდეგ კი,  1917 წელს, განახლებულ ცამეტ ეპარქიას შორის ერთ-ერთი ურბნისის ეპარქიაც იყო. 
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

იოსკა კურტანიძე

იოსკა კურტანიძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი.