ხაშურში, დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერში უფასო Wi-fi-ს დამონტაჟება იგეგმება.
“ნამდვილად იგეგმება უფასო ინტერნეტის გაკეთება აღნიშნულ სკვერში. უშუალოდ, პროცედურები ჯერ არ არის დაწყებული. როგორც კი დაიწყება საქმიანობა ამ მიმართულებთ, ჩვენვე გავასაჯაროებთ”, – განმარტავს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია.
როგორც ცნობილია, დიმიტრი ყიფიანის სკვერის რეაბილიტაცია პროექტის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში განხორციელდა, რისთვისაც 566 698 დაიხარჯა.
დატოვეთ კომენტარი