ახალი ამბები

ქარელში ორსული სავარაუდოდ, კოვიდის გართულებით გარდაიცვალა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენში 30 წლის ორსული ქალი სავარაუდოდ, კოვიდით გამოწვეული გართულების შედეგად გარდაიცვალა.

“ქალი უცბათ გახდა ცუდად, სანამ სასწრაფო მოვიდა, ის უკვე გარდაცვლილი იყო. კორონავირუსი ჰქონდა გადატანილი და როგორც გაირკვა, თრომბი განუვითარდა, რამაც სიკვდილი გამოიწვია”, – ამბობს ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ქალი პირველ შვილს ელოდებოდა. ის ქვენატკოცის საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები