ანალიტიკა / გამოძიება

“შიშით ბავშვებს გარეთ ვერ ვუშვებთ” – ახალსოფელში “მწოლიარე პოლიციელის” დამონტაჟება სურთ

ავტორი: დოდო კუთარაშვილი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მოსახლეობა საავტომობილო გზაზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერის დამონტაჟებას ითხოვს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, უბანში ბავშვები ხშირად თამაშობენ და ბარიერის არარსებობა მათთვის საფრთხის შემცველია.

“ძალიან სწრაფად დადიან მანქანები. დიდი ხანია, ვითხოვთ ამას, უბანში უამრავი ბავშვია და გვეშინია”, – ამბობს ნონა ჯავახიშვილი.

“ოჯახი არ არსებობს, რომ ორი-სამი ბავშვი არ ჰყავდეს. შიშით ბავშვი გარეთ ვერ გამოვა, ისეთი სისწრაფით დადიან მანქანები. ვითხოვთ მწოლიარე პოლიციელს”, – გვითხრა ალა კუთარაშვილმა.

ახალსოფლებების თქმით, სოფლის ზემოთ კიდევ სამი დასახლებაა და ავტომობილებიც ხშირად გადაადგილდებიან. მათი თქმით, რამდენჯერმე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვეპლით დასრულდა.

“უბანში მჭიდრო დასახლებაა. ბევრი მანქანა დადის, საკმაოდ დიდი სიჩქარით. შემთხვევაც იყო, როდესაც კაცი დაიღუპა”, – ამბობს მაია ჯავახიშვილი.

მოსახლეობა ამბობს, რომ აღნიშნული საკითხის შესახებ ერთხელ უკვე მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა უარი მიიღეს. ამის შემდეგ, სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი მათ საკუთარი ხარჯებით გააკეთეს, მაგრამ მალევე დაიშალა.


მასალა მომზადებულია პროექტის “სამოქალაქო ჟურნალისტიკა ქალების გაძლიერებისთვის” ფარგლებში. “მოზაიკა” პროექტს ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

გორის სათემო რადიო "მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.