ახალი ამბები

ქარელის მერია 2 მილიონს 3 სოფელში წყლის სისტემის მოწყობისთვის ხარჯავს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერია 2 207 291 ლარს 3 სოფელში სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგებისთვის დახარჯავს,

უწყების ცნობით, სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა, სოფელ ზემო ხვედურეთში, საღოლაშენში და თამარაშენში.

“მიმდინარეობს 3 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი. საქართველოში განხორციელებული პროექტების ფონდიდან და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.”, – განმარტავს მერია.

როგორც ცნობილია, სამუშაოები დასრულდება 2022 წელს. სამუშაოებს ასრულებს შპს” თექ ჰაივეი”.

დატოვეთ კომენტარი