ახალი ამბები

“მერს დაავიწყდა, რომ პასუხისმგებლობები აქვს”- ხინჩეგაშვილი საკრებულოში ისევ არ მივიდა

“რატომ არ მოდის გორის მერი საკრებულოს სხდომაზე?”, – გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები სხდომაზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მისვლას უკვე ერთი თვეა ითხოვენ.

“მგონი, მას დაავიწყდა, რომ პასუხისმგებლობები აკისრია”, – განაცხადა მამუკა ფანიაშვილმა, პარტიის “საქართველოსთვის” წევრმა, გორის საკრებულოში.

მის კითხვას, თუ რატომ არ მივიდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა.

“დავილაპარაკებთ და გავარკვევთ”, – განაცხადა დავით რაზმაძემ.

ინფორმაციისთვის, ოპოზიცია გორის მერის საკრებულოში მისვლას მას შემდეგ ითხოვს, რაც გახმაურდა, რომ მერიასთან დაქვემდებარებულ კულტურისა და ტურიზმის სააგენტოში დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვისთვის ამავე სააგენტოს მთავარი ბუღალტერი დააკავეს, ოპოზიციას კითხვები ჰქონდა ასევე “ბიტკოინების საქმეზეც”, რომელიც ამავე სააგენტოს უკავშირდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.