ახალი ამბები

„კასპში დაბინძურებულმა ჰაერმა უამრავი ადამიანი დააავადმყოფა”

„კასპში დაბინძურებულმა ჰაერმა უამრავი ადამიანი დააავადმყოფა”, – ამის შესახებ “მოზაიკას” კასპში მცხოვრებმა ნათელა თათარაშვილმა განუცხადა. ის თავადაც ონკოლოგიური პაციენტია და გახშირებული ავადმყოფობის შემთხვევებს ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას უკავშირებს.

“კასპში არსებული ცემენტის ქარხანა ჰაერს აბინძურებს. გაუსაძლისი მდგომარეობა ღამის საათებშია, როცა ფილტრები ითიშება და ქარხნის მუშაობაც მეტ ხმაურს იწვევს. ძალიან მომრავლდა კასპში სხვადასხვა დაავადებები, მე თვითონაც ონკოლოგიური პაციენტი ვარ. არაერთხელ მივმართეთ პასუხისმგებელ პირებს, თუმცა შედეგი არ არის”, – ამბობს ნათელა თათარაშვილი.

როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნულ სააგენტოს კასპში ჰაერის ხარისხი წელს არ შეუმოწმებია. წინა წლის მონაცემებით კი, სააგენტოს ცნობით, ჰაერში დაბინძურების მაჩვენებელი ნორმაში აღმოჩნდა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები