ახალი ამბები

„კასპში ჰაერის შემოწმების შედეგები ყალბდება”

„კასპში ჰაერის შემოწმების შედეგები ყალბდება”, – ამის შესახებ, “ლეიბორისტული პარტიის” წევრი ოთარ ქოსაშვილი აცხადებს.

არსებული ინფორმაციით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კასპში ჰაერის ხარისხი ბოლოს 2021 წლის ნოემბერში შეამოწმა. შედეგების მიხედვით, ქალაქში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ნორმაშია.

ოთარ ქოსაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული შედეგები ყალბდება, რადგან რეალურად, კასპში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ძალიან მაღალია.

“კასპში ჰაერის დაბინძურება ადვილად შესამჩნევია, რისი გამომწვევი მიზეზიც “ჰაიდელბერგცემენტი” და მათი ე.წ. ცემენტაოზებია, რომლებიც არ ირეცხება.  კასპში პერიოდულად ზომავენ ჰაერის დაბინძურებას, თუმცა მონაცემები ყალბდება”, – აცხადებს ქოსაშვილი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კასპში ჰაერის ხარისხის შემოწმება წელიდადში 4-ჯერ ხდება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები