გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხაშურის მუნიციპალიტეტში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა.
“აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს დაბა სურამსა და ხაშურის მუნიციპალიტეტში. დაბა სურამში მოქალაქეს საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული ჰქონდა 2 ერთეული წაბლის სახეობის დაუფირნიშენელი მრგვალი ხე-ტყე (მორი), სოფელ ალში კი, საამქროს ტერიტორიაზე – 2 ერთეული თხმელის (მურყანი) სახეობის დაუფირნიშებელი მორი”, – ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
დატოვეთ კომენტარი