მძღოლი, რომელიც ხაშურში კაცს დაეჯახა, დაკავებულია. შსს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს.
შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ჩივილს არ აპირებენ.
“მძღოლი დაკავებულია, მაგრამ ჩვენ ჩივილს არ ვაპირებთ”, – განაცხადა გარდაცვლილის ძმამ.
ავტოსაგზაო შემთხვევა 10 მაისს, ხაშურთან მოხდა.
დატოვეთ კომენტარი