„ქიტიაშვილის ნათქვამი, რომ მერია მას არ დაეხმარა, ტყუილია” – ასე გამოეხმაურა ქარელის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვლადიმერ სულაქველიძე “მოზაიკას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქარელის მერი ერთ-ერთ მოქალაქეს არ დაეხმარა.
თინა ქიტიაშვილმა “მოზაიკასთან” საუბრისას განაცხადა, რომ მის ავადმყოფ მეუღლეს ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი არ დაეხმარა. გულიაშვილის მოადგილე აცხადებს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
„ჟანგბადის ბალიშის შეძენა, რასაც თინა ქიტიაშვილი ითხოვდა, პროგრამულად მუნიციპალიტეტი ასეთ რამეებს არ აფინანსებს. ამ ქალბატონმა მოგვმართა განცხადებით, სადაც მკურნალობის დაფინანსებას ითხოვდა. ჩვენ მას ეს დახმარება გავუწიეთ. რაც შეეხება მის მეუღლეს, მომართვა იყო გასულ წელს, თხოვდა ოპერაციის დაფინანსებას. როგორც ვიცი სტენტები ჩაუდგეს გულთან. ჩვენ მას ოპერაციის ხარჯი დავუფინანსეთ”, – განმარტა ვლადიმერ სულაქველიძემ.
მისივე ცნობით, ქარელის მერიას აქვს მუნიციპალური პროგრამა, რომელიც აფინანსებს მხოლოდ ავადმყოფის მკურნალობის და ოპერაციის ხარჯებს.