გორში, კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თემურ ფიფია დააკავეს.
შემთხვევა 9 მაისს, გორის ცენრში მოხდა, როდესაც პარტიის ლიდერმა და მხარდამჭერებმა რუსეთის დროშები და საბჭოთა სიმბოლიკა გამოფინეს.
თვითმხილვლების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა შეკრებილებს მოუწოდეს აეღოთ საბჭოთა სიმბოლიკები, თუმცა მათ ამაზე უარი განაცხადეს და პოლიციას სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
“გამოტანილი ჰქონდათ წითელი დროშები, საბჭოთა სიმბოლიკები, აფრიალებდნენ რუსეთის დროშას”, რამდენჯერმე უთხრეს პოლიციელებმა, რომ ეს კანონდარღვევა იყო, თუმცა მათ არ გაითვალისიწინეს. ერთ-ერთი ლიდერი პოლიციამ დააკავა და წაიყვანა”, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
ინფორმაციისთვის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების პირველ შემთხვევაში სამართალდამცავები მოქალაქეს აფრთხილებენ, განმეორებით შემთხვევაში კი ათასი ლარით დაჯარიმებაა გათვალისწინებული.