შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, შიდა ქართლში 2022 წლის იანვრის თვესთან შედარებით, ოჯახში ძალადობის ფაქტები მარტში თითქმის 2-ჯერ გაიზარდა.
“იანვრის თვეში დაფიქსირდა ძალადობის 27 ფაქტი, თებერვალი – 45, მარტი – 41. 113 ფაქტიდან ძალადობის მსხვერპლებს შორის 22 მამაკაცი და 91 ქალი იყო”, – განმარტავს შსს.
შიდა ქართლში, 2021 წლის მონაცემებით, სულ დაფიქსირდა ოჯახში ძალადობის 520 ფაქტი.
კანონის მიხედვით, ,,ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
დატოვეთ კომენტარი