ახალი ამბები

ბრაკონიერობაზე შიდა ქართლში საინფორმაციო შეხვედრები ტარდება

ორგანიზაცია “მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ“ 8-9 მაისს ატარებს საინფორმაციო შეხვედრებს შიდა ქართლის რეგიონში, ხაშურის, კასპის და გორის მუნიციპალიტეტებში.

“შეხვედრების მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის საკითხებზე, ბრაკონიერობის მავნე ზეგავლენაზე. შეხვედრაზე განვიხილავთ შემდეგ საკითხებს: ნადირობის და თევზაობის დასაშვები და აკრძალული მეთოდები, ბრაკონიერობის გამომწვევი მიზეზები, ქვეყანაში არსებული მძიმე ბრაკონიერული შემთხვევების სტატისტიკური მონაცემები”, – განმარტავს ორგანიზაცია.

მათივე ცნობით, საინფორმაციო შეხვედრა გორში ჩატარდება 9 მაისს, 16:00 საათზე, საზოგადოება ბილიკის ოფისში. შეხვედრას დაესწრებიან ახალგაზრდები, გარემოს დამცველები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ინფორმაციისთვის, M.A.P “მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ“ დაარსდა 2019 წელს და მთელი საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 9200-ზე მეტ ადამიანს. მოძრაობა ახორციელებს გარემოს დაცვით ღონისძიებებს, საველე მონიტორინგს, ამზადებს საკანონმდებლო ინიციატივებს, აწარმოებს ქვეყანაში არსებული ბრაკონიერული შემთხვევების სტატისტიკას, თანამშრომლობს გარემოს დაცვით უწყებებთან.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები