ახალი ამბები

ბინები და მიწის ნაკვეთები – რა ქონება ასახა ჯუმბერ შუბითიძემ საკუთარ დეკლარაციაში

ქარელის საკრებულოს თავმჯდომარე, 2021 წლის მდგომარეობით, ხუთ უძრავ ქონებას ფლობს.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მის მფლობელობაშია ბინა თბილისში და მიწის ნაკვეთები ქარელსა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში:

  • ბინა თბილისში, რომელიც 2003 წელს შეიძინა 17 000 ლარად;
  • მიწის ნაკვეთი მისაქციელში, რომელიც 2003 წელს სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში გადაეცა;
  • 3 მიწის ნაკვეთი ბრეძაში, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო.

ჯუმბერ შუბითიძეს საკრებულოს თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში, ქონებრივი დეკლარაცია ჯერ არ შეუვსია.

დატოვეთ კომენტარი