ქარელის საკრებულოს თავმჯდომარე, 2021 წლის მდგომარეობით, ხუთ უძრავ ქონებას ფლობს.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მის მფლობელობაშია ბინა თბილისში და მიწის ნაკვეთები ქარელსა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში:
- ბინა თბილისში, რომელიც 2003 წელს შეიძინა 17 000 ლარად;
- მიწის ნაკვეთი მისაქციელში, რომელიც 2003 წელს სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში გადაეცა;
- 3 მიწის ნაკვეთი ბრეძაში, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო.
ჯუმბერ შუბითიძეს საკრებულოს თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში, ქონებრივი დეკლარაცია ჯერ არ შეუვსია.
დატოვეთ კომენტარი