ახალი ამბები

Agrofarm.ge გორელ ფერმერებს ახალ სერვისებს სთავაზობს

სამი წლის წინ შექმნილ ვებგვერდს  Agrofarm.ge  ახალი სერვისები დაემატა. ამ ეტაპზე, ვებ.გვერდის საშუალებით, გორელ ფერმერებს შეუძლიათ:

  1. ვებგვერდზე განცხადების განთავსება უფასოდ;
  2. სახლიდან გაუსვლელად წარმოებული პროდუქტის რეალიზაციის გარდა, პორტალის დახმარებით მიწის ნაკვეთის გაქირავება;
  3. სასურველი პროდუქტის, აგრო ან ფერმერული მაღაზიების მოძიება და სხვადსხვა სახის მომსახურების მიღება.

ინფორმაციისთვის, ვებგვერდი შეიქმნა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის გათვალისწინებით. აღნიშნული გეგმა კი მომზადდა ევროკავშირის ახალ ინიციატივას – „მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG)” ფარგლებში, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტი 2017 წელს შეურთდა. მერიამ ვებგვერდის პოპულარიცაციის მიზნით, ინფორმაციის გავრცელება დაავალა სოფლებში მერის წარმომადგენლებს, რომლებმაც ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ადგილობრივ ფერმერებს.


დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.