ა(ა)იპ ხაშურსერვისმა სამარხი ორმოების გაჭრა-ამოვსებიდან შემოსავლის სახით 14 626 ლარი მიიღო. ამის შესახებ, ინფორმაცია უწყებამ საკრებულოს გაუგზავნა.
“2021 წელს სამარხი ორმოს გაჭრა-ამოვსებიდან მიღებულმა საკუთარმა შემოსავალმა შეადგინა 14 626 ლარი, საიდანაც მესაფლავეებზე ხელფასის სახით გაიცა 7 864 ლარი, ხოლო დანარჩენი დარჩა ჩვენს ორგანიზაციაში ტექნიკის საშუალებების შესაძენად”, – განმარტავს ხაშურსერვისი.
უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტის დასახლებაში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლის ღონისძიებებზე 2021 წლისთვის ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 44 000 ლარი გამოყო, საიდანაც ხელფასებზე 38 500 ლარი დაიხარჯა.
დატოვეთ კომენტარი