ბოლო 27 წლის განმავლობაში, ქარელის მუნიციპალიტეტში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი 2021 წელს იყო.
სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს ქარელის მუნიციპალიტეტში 625 ადამიანი გარდაიცვალა.
“1994 წლიდან 2021 წლამდე გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქარელის მუნიციპალიტეტში 2021 წელს იყო, ყველაზე დაბალი კი, 1996 წელს, მაშინ ქარელში 296 ადამიანი გარდაიცვალა”, – აღნიშნულია სტატისტიკურ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2022 წელს ქარელის მოსახლეობა 400-თ შემცირდა. თუ კი, 2021 წელს მოსახლეობის რაოდენობა 40 700 იყო, წელს ეს რიცხვი 40 300-მდეა შემცირებული.
დატოვეთ კომენტარი