ახალი ამბები

ხაშურის ერთ-ერთი სოფლიდან დაკარგული ძროხები იპოვეს 

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში დაკარგული 8 ძროხა იპოვეს.

მეპატრონე ამბოდა, რომ პირუტყვს 2 დღის განმავლობაში ეძებდა. 

“სურამის ტბასთან უპოვიათ, ერთი ადამიანი დამიკავშირდა და მითხრა. მადლობელი ვარ, ვინც ჩემი პრობლემა გულთან მიიტანა”, – ამბობს მეპატრონე, სალომე ბერიძე

ინფორმაციისთვის, შინაური პირუტყვის ძებნაში ჩართული იყო პოლიციაც. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები