ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში მოსახლეობა სავარაუდოდ, სასმელმა წყალმა მოწამლა.
მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ წყლის დაბინძურება სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მოხდა, რომელსაც წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.
“დავიწამლეთ მთელი უბანი ონკანის წყლით, სულ ათხრილ-დათხრილია ყველაფერი, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და შეიძლება აქედან დაბინძურდა წყალი”,- ამბობს სურამში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე.
დატოვეთ კომენტარი