გორში, წმინდა წყლის დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის სარდაფები გატეხეს, – ამის შესახებ “მოზაიკას” ადგილობრივებმა აცნობეს.
მათი თქმით, სამი სარდაფიდან მოპარულია მინის ჭურჭელი და ხელსაწყოები.
“მე პირადად, პოლიციისთვის ჯერ არ მითქვამს, მაგრამ მთელი სამეზობლო ძალიან ღელავს და ალბათ ეტყვიან”, – უთხრა “მოზაიკას” ერთ-ერთმა დაზარალებულმა.
დატოვეთ კომენტარი