ახალი ამბები

გორელმა მოჭიდავეებმა საქართველოს ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს

გორელმა მოჭიდავეებმა, 15 წლამდელთა შორის, საქართველოს ჩემპიონატზე მოპოვებული მედლების რაოდენობით, გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს, – ინფორმაციას ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს.

შეჯიბრებაში, აღნიშნული სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული, ორი სპორტული სკოლის მოჭიდავეები მონაწილეობდნენ.

“საერთო შედეგიდან ხუთი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო – ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდობის სკოლის, ხოლო 3 ვერცხლი კი – შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის მოჭიდავეებმა მოიპოვეს”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“მოზაიკა” გთავაზობთ ჩემპიონებისა და პრიზორების ჩამონათვალს:

ოქრო

  • გიორგი წურიაშვილი (38 კგ)
  • გიორგი მაისურაძე (44 კგ)
  • დავით პაპუკიშვილი (48 კგ)
  • რატი რევაზაშვილი (57 კგ)
  • ნიკოლოზ მაისურაძე (68 კგ)

ვერცხლი

  • ლუკა ტატიაშვილი (62 კგ)
  • დავით გოგშელიძე (75 კგ)
  • ოთარ თაბუაშვილი (82 კგ)
  • კონსტანტინე პეტრიაშვილი (68 კგ)
  • ბრინჯაო – თემო თუთარაშვილი (38 კგ)
  • დავით ბეგიაშვილი (44 კგ)
  • საბა ჭულუხაძე (75 კგ)

სააგენტოს ცნობით, საქართველოს ჩემპიონატის შედეგებისა და უახლოესი ტურნირების მიხედვით, დაკომპლექტდება საქართველოს ნაკრების ის შემადგენლობა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ხორვატიაში, 16-19 ივლისს გასამართ ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდობაში.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები