ახალი ამბები

ქარელში მუნიციპალური საცურაო აუზი აშენდა

ქარელში მუნიციპალური საცურაო აუზის მშენებლობა დასრულდა. შესაბამისი ინფრაქსტუქტურის მოსაწყობად, ქარელის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 598 900 ლარი დახარჯა.

“აუზის დაფინანსება მთლიანად მოხდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი მშენებლობა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა”, – გვითხრა ქარელის მერის მოადგილემ.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი

სამშენებლო სამუშოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ “საბა კონტრაქშენმა” შეასრულა. ამ ეტაპზე, მშენებლობა უკვე დასრულებულია და შენობის შემოწმება მიმდინარეობს.

“მოხდება შენობის შემოწმება, რათა აუზი მუშა მდგომარეობაში ჩავიბაროთ. აუზი მაღალი სტანდარტებისაა და ის გათვლილია, როგორ პატარა ასაკის ასევე მოზარდ და ზრდასრულ ადამიანებზე”, – გვითხრა ნათია მაწონაძემ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი