ხაშურის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელსაც 64 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობა ედება ბრალად.
“მოზაიკას” ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა 64 წლის ქალის გაუპატიურება სცადა, შემდეგ კი, ფული და ტელეფონი წაართვა.
“დაკავებულია მამაკაცი, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო გაუპატიურების მცდელობის მუხლით”, – განმარტავს შსს.
არსებული ინფორმაციით, 64 წლის ქალს ექიმების დახმარება დასჭირდა – სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა.
დატოვეთ კომენტარი