ქარელის ანტირაბიულ კაბინეტს 2021 წელს ცხოველისგან დაკბენილმა 617-მა პაციენტმა მიმართა, – ამბობს ქარელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ირინა ფარეხელაშვილი.
მისი თქმით, ყველაზე ხშირად მოქალაქეები ძაღლის ნაკბების გამო მიმართავდნენ.
“ამ 617 პაციენტიდან, 496 იყო ძაღლის მიერ დაკბენილი, თუმცა მათგან მხოლოდ 10% იყო მიუსაფარი. გაცილებით ხშირია, როცა ძაღლები საკუთარ პატრონს კბენენ”, – განმარტავს ფარეხელაშვილი.
ოფიციალური სტატისტიკა ასეთია:
- – კატის ნაკბენი 101;
- – ღორის ნაკბენი – 3;
- – კურდღლის ნაკბენი – 7;
- – თაგვის ნაკბენი – 7;
“იყო ასევე მელიის და ზღვის გოჭისგან დაკბენის ფაქტებიც”.
დაკბენილთაგან 259 პაციენტი 15-წლამდე ასაკის იყო.
“დაკბენილთა უმრავლესობა არის ქარელიდან, შემდეგ მოდის აგარა, რუისი და ქვენატკოცა.”
დატოვეთ კომენტარი