გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით ბავშვთა უფლებების ცენტრი გაიხსნა, – ინფორმაციას ამის შესახებ უნივერსიტეტი ავრცელებს.
“ბავშვთა უფლებების აღნიშნული ცენტრი, შიდა ქართლის რეგიონში პირველია. მისი ფუნქციონირება ხელს შეუწყობს შიდა ქართლში სხვადასხვა დარგის სპეციალისტების, უფლებადამცველების, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მასწავლებლების, მშობლებისა და ბავშვების ცნობიერების ამაღლებასა და მათ ინფორმირებას ბავშვთა უფლებების შესახებ”,– ამბობენ უნივერსიტეტში.
გაეროს ბავშთა ფოდნის მხარადჭერით უნივერსიტეტში ხორციელდება 15 ტრენინგ-მოდული შიდა ქართლის რეგიონის საჯარო სკოლების მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის, რომელსაც გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სხვა მოწვეული პერსონალი უძღვება.
უნივერსიტეტის ცნობით, ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრი ასევე დაარსდა, ქვეყნის სხვა რეგიონებში, სადაც იმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები – ტრენინგები, საჯარო ლექციები და დისკუსიები, ასევე, მუშავდება სპეციალური საგანმანათლებლო მასალები ბავშვთა უფლებების შესახებ.