ახალი ამბები

ოჯახს, რომელსაც მარანაში სახლი დაეწვა, გორის მერია ზარალს აუნაზღაურებს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანაში მცხოვრებ ოჯახს, რომელსაც სახლი დაეწვათ, გორის მერია ზარალს აუნაზღაურებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ ოჯახი მერიის სოციალური პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებას მიიღებს.

“გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებს მარანაში მცხოვრებ ჩიხლაძეების ოჯახის შესახებ ინფორმაცია აქვს და ოჯახთან კომუნიკაცია შედგა. ოჯახი ინფორმირებულია მერიის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული დახმარების შესახებ, რომლის მისაღებად მათ უნდა წარმოადგინონ გარკვეული დოკუმენტაცია”, – აცხადებენ მერიაში.

მერიის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი საკითხს შეისწავლის და მიიღებს გადაწყვეტილებას დაზარალებული ოჯახისთვის დამდგარი ზიანის მიხედვით, არაუმეტეს 3000 ლარის ოდენობით.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.