ახალი ამბები

გორში ორი ქუჩის რეაბილიტაციისთვის 483 993 ლარი დაიხარჯება 

გორში, აბაშიძის ქუჩის, 300 არაგველისა და სასაფლასო ტერტორიაზე არსებული გზების რეაბილიტაციისთვის 483 993 ლარი დაიხარჯება. 

სამუშაების შესასრულებლად გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ხელშეკრულება შპს ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო №1″ – ს გაუფორმა. 

“პროექტის მიხედვით, რეაბილიტირდება ტრანსპორტის სავალი ნაწილი და ტროტუარები, მოეწყობა ბორდიურები და მოასფალტდება ეზოებში შესასვლელები”, – ამბობენ გორის მერიაში. 

ხელშეკრების პირობების მიხედვით, სამუშაები 90 დღის ვადაში უნდა დასრულდეს. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები