ისტორიები ისტორიული ძეგლები

როდის აშენდა კასპში ცემენტის ქარხანა – ისტორია და განვითარება

კასპის ხსენებისას, საზოგადოების დიდ ნაწილს ცემენტის ქარხანა ახსენდება. დროთა განმავლობაში, ეს ქარხანა ქალაქის “სავიზიტო ბარათად” იქცა.

კასპის ცემენტის ქარხანა საქართველოში მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრია. მისი მშენებლობა 1926 წელს დაიწყო, 1931 წლის 25 თებერვალს კი საზეიმოდ გაიხსნა.

გახსნის დღიდან, საწარმოში სამი ღუმელი ამოქმედდა. ქარხანას კარიერთან საბაგირო გზა აკავშირებდა, თუმცა მოგვიანებით საბაგირო გაუქმეს და გადაზიდვისთვის სატვირთო ავტომობილების მომხარება დაიწყეს. ამჟამად, მზა პროდუქციის გადაზიდვა ხდება სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის მეშვეობით.

“კასპის ცემენტის ქარხანა ექსპლოატაციაში შევიდა ორი ტექნოლოგიური ხაზით. ცემენტის ქარხნის ამუშავებით, სათავე დაედო საქართველოში ცემენტის მრეწველობის განვითარებას”.

ქარხანა წლიურად აწარმოებს 761 100 ტონა ცემენტს, ხოლო კლინკერის წლიური წარმოება 691 200 ტონას შეადგენს. ცემენტის ქარხანა ადგილობრივი ნედლეულით მარაგდება.

  • ნედლეულის მოპოვება კავთისხევის და კასპის თიხის კარიერებიდან ხდება.
  • კავთისხევის კარიერიდან ხდება კირქვის მოპოვებაც – წელიწადში მოიხმარება დაახლოებით 650 000 ტონა.
  • თიხის მოპოვება ხდება კასპის თიხის კარიერიდან, წელიწადში მოიხმარება დაახლოებით 130 000 ტონა.
  • საწარმო საწვავად გამოიყენებს ნახშირს, რომლის რაოდენობაც წელიწადში შეადგენს 197500 ტონას.
  • საწარმოში დასაქმებულია დაახლოებით 700 მდე ადამიანი.

ამჟამად, კასპის ცემენტის ქარხანას კომპანია “ჰაიდელბერგცემენტი” ფლობს, რომელიც ამბობს, რომ 2016 წლიდან ქარხანაში თანამედროვე ტექნოლოგიები დანერგვა დაიწყო და ამ მიზნით, 2019 წელს ქარხნის სრული მოდერნიზაცია მოახდინა. აამუშავა კლინკერის ახალი საწარმოო ხაზი.

კომპანიის მიერ საწარმოში ფილტრების დაყენების მიუხედავად, მოსახლეობა ჰაერის დაბინძურებაზე პერიოდულად მაინც ჩივის.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

გორის სათემო რადიო "მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.