ახალი ამბები

„თვენახევარია COVID19 – ით არავინ გარდაცვლილა“ – გორმედი

კლინიკა გორმედის ქსელში ბოლო თვენახევრის განმავლობაში კოვიდით არავინ გარდაცვლილა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამჟამად სტაციონალში აღარც კოვიდპაციენტები აღარ ჰყავთ.

“სტაციონალში ამჟამად არცერთი კოვიდპაციენტი არ გვყავს. თვენახევრის წინ გარდაიცვალა ბოლო პაციენტი კოვიდით. ვაქცინაციაზე მომართვიანობა არის ძალიან დაბალი, როდესაც იხსნება ფაიზერი, რომელიც 10 ადამიანზეა გათვლილი, დაბალი მომართვიანობის გამო ფაქტიურად ფუჭდება”, – განმარტავენ კლინიკაში

კლინიკის განმარტებით, ვაქცინაციაში ძირითადად ის ადამიანები არიან ჩართულebi, ვინც ფინანსური წახალისების პროგრამით სარგებლობს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.