ახალი ამბები

გორის თეატრის რეაბილიტაცია იწყება

გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის რეაბილიტაცია იწყება.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თეატრის რეკონსტრუქციისათვის უახლოეს პერიოდში მოხდება საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და თანხების გამოყოფა.

გორის თეატრისთვის არის ისტორიული დღე, როგორც იქნა ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პროცესში ჩაერთვება გორის მოსახლეობა და კერძო სექტორი. ეს თეატრი ერთ – ერთი საამაყო წერტილია თავისი ისტორიით და აქ არ უნდა გვხვდებოდეს ჩამონგრეული კედლები, არ უნდა დაგვდიოდეს წყალი და ტექნიკურადაც გამართული უნდა იყოს”, – ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე.

გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის თქმით, მოხდება, როგორც თეატრის რეაბილიტაცია, ასევე გარემოს კეთილმოწყობა, რაზეც მერია იზრუნებს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები