ახალი ამბები

ქართული ლოკოკინები ევროპაში – სად და როგორ ჩააბარებენ მოქალაქეები ლოკოკინებს 

ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხანა წეროვანში მდებარეობს. ქარხანაში ლოკოკინებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან იბარებენ. 

“ქარხანა არის წილკანსა და წეროვანს შორის, დევნილთა დასახლებასთან ახლოს. ჩაბარების ფასი მერყეობს 1, 25 -1, 30 -ის ფარგლებში. ფეისბუქზეც არსებობს სპეციალური ჯგუფი “ლოკოკინებზე მონადირეები”, იქაც შეუძლიათ ნახონ ჩამბარებელი პუნქტების ლოკაციებიც. ამ ლოკოკინებს იყენებენ საჭმელად და ძირითადად ევროპაში გადის”, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი. 

კომპანიის წარმომადგენელი, ამბობს, რომ სამომავლოდ ლოკოკინების გატანა ევროპაში სამკურნალო მიზნითაც სურთ, რასაც დაახლოებით 2 წელი დასჭირდება. 

ინფორმაციისთვის, შიდა ქართლში ჩამბარებელი პუნქტები ამოქმედდა სოფელ ტინისხიდსა და კირბალში. 

დატოვეთ კომენტარი