საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი, კასპელი ძიუდოისტი 19 წლის ირაკლი დემეტრაშვილი პოზნანის ევროპის ახალგაზრდული თასის გამარჯვებულია.
“ირაკლიმ ჯერ კიდევ მარტში, ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებით გაახარა გულშემატკივარი”, – ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ირაკლიმ ფინალში ქართველი უჩა ტაბატაძე დაამარცხა.
დატოვეთ კომენტარი