ახალი ამბები

კასპში სპორტულ-სამეჯლისო ცეკვების შეჯიბრი გაიმართება

კასპში სპორტულ-სამეჯლისო ცეკვების შეჯიბრი “შიდა ქართლის თასი 2022” გაიმართება. ინფორმაციას ღონისძიების შესახებ კასპის სპორტული გაერთიანება ავრცელებს.

“15 მაისს, 11 საათზე სპორტკომპლექსის კალათბურთის დარბაზში გაიმართება სარეიტინგო შეჯიბრი სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში. მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ყველა რეგიონიდან წარმოდგენილი სპორტკლუბები და ინდივიდუალური შემსრულებლები”, – აცხადებენ კასპის სპორტულ გაერთიანებაში.

მათივე ცნობით, ღონისძიებას უმასპინძლებს გიორგი მჭედლიშვილის სპორტული ცეკვების სტუდია “მზის სხივი”. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.