ახალი ამბები

გორის მერია: უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახებს მერია დაუფინანსებს ბინის ქირას

გორის მუნიციპალიტეტის მერი გორში მყოფ უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მათ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა, მშვიდობა უსურვა და სასურსათო პაკეტები, ჰიგიენის საშუალებები და ტანსაცმელი გადასცა.


“კიდევ ერთხელ ვუცხადებ მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს. ჩვენ კარგად ვიცით თავისუფლების და მისთვის ბრძოლის ფასი. იმედი მაქვს, ომი მალე დასრულდება და თითოეული უკრაინის მოქალაქე დაუბრუნდება თავის საცხოვრებელს. შევხვდი გორის მუნიციპალიტეტში მყოფ უკრაინელებს. მათ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცეთ და სასურსათო პაკეტები გადავეცით. გარდა ამისა, უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახებს მერია დაუფინანსებს ბინის ქირას”, – გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.