სტატიები

 “ქართული ოცნების” 10 წელი – მმართველი გუნდის წევრების შეფასებები გორში 

“ქართული ოცნება” ჩვენთვის ორ უმთავრეს მიზანშია გამოხატული: პირველი – ერთიანი საქართველო, მეორე – საქართველო კეთილდღეობის ევროპული ხარისხით,”- წერია განცხადებაში, რომელსაც “ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო პარტიის ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით ავრცელებს. 

განვლილ პერიოდს აფასებენ გორში, მმართველი პარტიის წევრებიც. 

“დადებითად ვაფასებ და სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ აღმოვჩნდი ამ გუნდში”, – ამბობს დავით რაზმაძე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 

დავით რაძმაძე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

” 2012 წელს ვიყავი კოალიციაში “რესპუბლიკელების” მხრიდან, შემდეგ დავტოვე აღნიშნული პარტია და 2016 წლიდან შევუერთდი “ქართულ ოცნებას”. იყო უამრავი წინსვლა, რა თქმა უნდა, იყო შეცდომებიც, იმედგაცრუებებიც. ეს არ არის, მხოლოდ ჩემი აზრი, მოსახლოებაც ფიქრობს, რომ ეს 10 წელი ნამდვილად დადებითი იყო. თუნდაც ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტის გამო, რომელსაც მე, ხაზს ვუსვამ ყოველთვის, ომის გარეშე ჩაატარა ეს 10 წელი “ქართულმა ოცნებამ”. მნიშვნელოვანი წინსვლებია სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ასევე უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ყველაფერს ვერ ჩამოთვლით“.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თამარ მურალოვას თქმით, “ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი 10 წელი”. მისი შეფასებით, ამ დროის განმავლობაში არაერთი პროექტი განხორციელდა, მისთვის მნიშვნელოვან მიღწევად კი სიტყვის თავისუფლებასა და სასამართლოს დამოუკიდებლობას ასახელებს. 

თამარ მურალოვა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

“ყველაზე მთავარი რაც არის, სიტყვის თავისუფლება, ყველა ჟურნალისტს, ყველა მედიასაშუალებას აქვს შესაძლებლობა გამოხატოს თავისი აზრი. მეორე მთავარი მონაპოვარია, სასამართლოს სისტემა, ამ წლების განმავლობაში არაერთი გამამართლებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც წინა ხელისუფლების დროს ფაქტიურად არ არსებობდა. ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროშიც მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს”.

პარტიაში გაერთიანების პერიოდს იხსენებს, მარლენ ნადირაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 

მარლენ ნადირაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

“2012 წელს ჯერ ისევ ციხეში ვიყავი, აღნიშნული წლის დეკემბერში პარლამენტმა მაღიარა პოლიტპატიმრად და 2013 წელს დავტოვე საპატიმრო. პარტიას შევუერთდი 2014 წლის გაზაფხულიდან და მაშინ საკრებულოს მაჟორიტარობის წევრად ვიყარე კენჭი და გავხდი საკრებულოს წევრი, მას შემდეგ ვარ “ქართული ოცნების” გუნდის წევრი”. 

ნადირაძე უმთავრეს მიღწევად აფასებს “მშვიდობის შენარჩუნებას”. მისი შეფასებით, “ქართული ოცნების” მმართველობი პერიოდში თავიდან იქნა აცილებული ომის საშიროება. 

“პირველ რიგში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდიდან დასრულდა ის საშინელი დრო, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და პირადი კეთილდღეობა შეეწირა, ასევე საქართველოს ტერიტორიების 20 %. ძალიან დიდი საშიროების წინაშე ვიდექით, რომ მომდევნო წლებშიც შეიძლება უარესი შედეგი გვქონოდა. ის პრობლემები, რაც არის კიდევ დარჩენილი,  ვფიქრობ, რომ მოგვარდება აუცილებლად იმ პოლიტიკით, რითაც მოქმედებს “ქართული ოცნება”, – ამბობს ნადირაძე. 

ინფორმაციისთვის, პარტიის “ქართულო ოცნება – დემოკრატირული საქართველო” დაფუძნებიდან 10 წელი გავიდა. 

დატოვეთ კომენტარი