გორის მუნიციპალიტეტის მერია გიორგი სოსიაშვილის მიერ დაწერილ მონოგრაფიას “სამაჩაბლოს ისტორია” შეიძენს.
უწყებამ წიგნების შესაძენად გამარტივებული შესყიდვის გზას მიმართა და ხელშეკრულება შპს “ჩემი წიგნი” გაუფორმა. გორის მერია 30 წიგნში 1500 ლარს გადაიხდის.
“ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენს ნაბეჭდი წიგნები (მონოგრაფია “სამაჩაბლოს ისტორია”), რაოდენობა 30 ცალი, თითოეულის ფასი 50 ლარი”, – ვკითხულობთ ხელშეკრულებაში.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული მონოგრაფია გასულ წელს გამოიცა, ის 664 გვერდიანია და ოკუპირებული ტერიტორიების, დიდი ლიახვის ხეობის ისტორიას მოიცავს.
დატოვეთ კომენტარი